12 სექტემბერი 2026,   05:13
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ  თერჯოლის, ტყიბულის,  ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში.

ბეჟან წაქაძის თქმით, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას და დაწყებული პროექტების გაგრძელებას. 

"დღეს არჩევნების მეორე ტურია და მინდა, მივესალმო ჩემს ამორევლებს და მადლობა გადავუხადო პირველ ტურში მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც იაქტიურებენ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებ.

მე  ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, აღმშენებლობას და იმ პროექტების განხორციელებას და გაგრძელებას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო რვა წლის წინ. მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანა განვითარდება,"- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს და ყველა ამომრჩევლის ხმა პარლამენტამდე იქნება მიტანილი.

დღის ამბები