ბათუმში უსკომ განახლებული მონაცემები წარმოადგინა. უსკოს წარმომადგენლის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა ბათუმის 28-ე მაჟორიტარულ ოლქში 19,46%-ს, ხოლო 30-ე მაჟორიტარულ ოლქში 31,18%-ს შეადგენს.
უსკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით მხოლოდ ერთი საჩივარია დაფიქსირებული.
"28-ე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 147 211 ამომრჩეველს, 17:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 28 643-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 19,46%-ს.
30-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომლის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 96 681 ამომრჩეველს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 30 150-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 31,18%-ს.
ჯამში 17:00 საათის მდგომარეობით, გამოცხადდა 58 793 ამომრჩეველი 2 მაჟორიტარული ოლქისათვის. ამ დროისათვის დაფიქსირდა მხოლოდ 1 საჩივარი 28-ე ბათუმის საარჩევნო ოლქში 73-ე უბანზე საია-ს დამკვირვებლის მიერ, პროცედურული ტიპის საჩივარია," - აცხადებს უსკოს წარმომადგენელი.