27 აპრილი 2024,   06:48
ვრცლად
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს. ამავე მონაცემით, მას ხმა 31 678-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ზუგდიდში არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 93,88%-ია.

"ე.წ. ბოიკოტს ჰქონდა თავისი ეფექტი რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მე მგონია, რომ ყველამ კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ ერთი რამ, ადამიანებმა ვინც მხარი დაგვიჭირეს პირველ ტურში, ვინმაც მოგვცეს საშუალება პროპორციული წესით ვყოფილიყავით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, პირველ რიგში უნდა ვცეთ მათ პატივი. ამავდროულად ჩემს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ იმ ათობით ათასი ზუგდიდელის წარმომადგენელი ვიყო საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან ენმ-ს კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას ამომრჩევლების ნაწილიც მივიდა. ჯალაღონიას ხმების 6,12% აქვს, რაც 2 064 ამომრჩეველია.

რაც შეეხება აქტივობას, 120 255 ამომრჩევლიდან არჩევნებზე ზუგდიდში 34 824-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 28,96 %-ია.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, მეორე ტურში არჩევნებზე პირველ ტურში მისული ამომრჩევლების ნახევარზე მეტი რაოდენობა მივიდა. გუშინ ზუგდიდის 109-ე უბანზე სულ ოთხი საჩივარი დაიწერა. მესხის თქმით, ოთხივე პროცედურულია და პრობლემა ადგილზევე აღმოიფხვრა.

დღის ამბები