17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქტივისტები პოლიციამ გვიან ღამით დააკავა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქტივისტები პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავების განმარტებით, 5 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების შესახებ პოლიციის მითითებას არ დაემორჩილნენ.

დაკავებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენლებმა ბათუმის საარჩევნო-საოლქო კომისიასთან საუბნო კომისიის წევრებს, რომლებსაც საარჩევნო უბნებიდან შემაჯამებელი ოქმები მიქონდათ, სირცხვილის დერეფნები მოუწყვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხუთივე წევრი, რომელიც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გუშინ დააკავეს გათავისუფლებული არიან. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, მათ განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დაატოვებინეს.

დღის ამბები