01 დეკემბერი 2020,   00:14
ვრცლად
"არა ნამოხვანჰესს" - ამ მოწოდებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში აქცია გაიმართა

"არა ნამოხვანჰესს" - ამ მოწოდებით მიმდინარეობს აქცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. ისინი პროტესტის 29-ე დღეს კომპანია "ენკას" ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ადგილობრივებს ეკოლოგები და პოლიტიკური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ.

ადგილობრივების თქმით, ისინი 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან საფრთხე ექმნება როგორც გარემოს, ასევე დასავლეთ საქართველოს.

ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

დღის ამბები