09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
თეთრ სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

განგაში ვაშინგტონში, თეთრ სახლში ბომბის არსებობის საფრთხის გამო შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურმა ევაკუაცია განახორციელა. შეწყდა ყოველდღიური ბრიფინგიც და დარბაზი მედიის წარმომადგენლებსაც დაატოვებინეს.

განგაშის მიუხედავად პრეზიდენტი რეზიდენციიდან არ გაუყვანიათ. შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს და ნახევარ საათში თეთრ სახლში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

ევაკუაციის მიზეზი ანონიმური ზარი გახდა. უცნობმა პოლიციას შენობაში საეჭვო პაკეტის არსებობის შესახებ შეატყობინა, თუმცა ის ვერ იპოვეს.

 

დღის ამბები