25 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ქარელში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაშავებული პირი კომატოზურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ქარელში, ბუნებრივი აირის გაჟნვის შედეგად დაშავებული პირი ამ დრომდე საადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე, კომაპტოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

"23:54 საათზე შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, 112-ის მიერ კომატოზურ მდგომარეობაში. ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გამოძახებულია რეფერალური სამსახური, გადაიყვანენ გამოკვლევებისა და შემდეგი მკურნალობის მიზნით,"-აცხადებს ექიმი ნანა მეტრეველი.

შეგახსენებთ, ქარელში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები