სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც ისინი 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე ითხოვენ ცენტრების გახსნას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი აცხადებს, რომ შესაძლოა საკითხი გადაიხედოს, ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"შეზღუდვების დაწესების მთავარი მოტივაცია პანდემიის გავრცელების შეჩერებაა შესაბამისად, ეს რეგულაციები მოქალაქეების მობილობის შემცირებისაკენ არის მიმართული და ბალანსი დაჭერილია, როგორც შეზღუდვებთან დაკავშიორებით, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის. ამიტომ, თუ ეპიდემიური ვითარება ჩვენს საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა ეს საკითხი გადახედილი იყოს,"- აცხადებს ბექა დოჭვირი.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდპანდემიისა და ინფიცირების გაზდილი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ხვალიდან 24-დეკემბრამდე საცალო-სავაჭრო სექტორი მუშაობას აჩერებს.