20 აპრილი 2024,   00:27
ვრცლად
ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა

ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 49-ე გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა.

მათ მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე, შეაფასეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.

დღის ამბები