09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ფარული ჩანაწერების სკანდალს პოლონეთის მთავრობაში მაღალჩინოსნების გადადგომა მოჰყვა

ფარული ჩანაწერების სკანდალს პოლონეთის მთავრობაში მაღალჩინოსნების გადადგომა მოჰყვა. თანამდებობები დატოვეს პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ და კაბინეტის სამმა მინისტრმა. პრემიერმინისტრმა ევა კოპაჩმა სკანდალის შემდეგ საკუთარი მრჩეველიც დაითხოვა.

სიკორსკის განმარტებით, მან ეს გადაწყვეტლება მმართველი პარტიის ინტერესების დასაცავად მიიღო. პრემიერის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას ამომრჩევლისთვის კონკრეტული პროგრამა აქვს, რასაც დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას ფარულმა ჩანაწერებმა. გავრცელებული მასალები მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობაზე მიუთითებს.

 

დღის ამბები