19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
მოლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ - ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნატია თურნავა აცხადებს, რომ მოლების დაკეტვა არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს არის ეკონომიკის პრობლემა.

როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მოლებმა უნდა შეძლონ პასუხისმგებლობის აღება და ფასდაკლებებისგან გამოწვეული აჟიოტაჟის მართვა.

"ჩვენ, მოლების პრობლემები გავითვალისწინეთ და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს არის ეკონომიკის, ანუ ჩვენი პრობლემაც. 

მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ იმუშაონ 24 დეკემბრიდან. ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა წინა დღეს მოლებში, ეს ეპიდემიოლოგიურად საშიში სურათი იყო. ამიტომ, ჩვენ მათ უნდა დაგვარწმუნონ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა შეუძლიათ, რომელიც შეიძლება ფასდაკლებამაც გამოიწვიოს.

ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოლები ქმნის ადამიანების მობილობას და ამაზე მსოფლიო თანხმდება. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები