09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
რომის პაპმა პუტინს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისკენ მოუწოდა. რუსეთის პრეზიდენტი კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანის რეზიდენციაში მიიღო. მათი საუბრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრისას საკმაოდ თავშეკავებული იყო. ვატიკანის პრესრელიზშიც არ ჩაიწერა სიტყვები "გულთბილი დახვედრა", რომელიც მუდმივად გამოიყენება მსოფლიო ლიდერებთან მიმართებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პაპთან შესახვედრად ვლადიმერ პუტინმა ერთი საათით დააგვიანა. ტრადიციულად მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სტუმარს სიმბოლურად მედალიონი გადასცა ანგელოზის გამოსახულებით.

 
დღის ამბები