19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
2-დან 5 დეკემბრამდე ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

"მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები