09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს

რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს ოფიციალური ვაშინგტონი. განცხადება ამის შესახებ გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ სამანტა პაუერმა აღნიშნა, რომ, გაეროს მხრიდან, მოსკოვზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება.

შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ უკვე ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა არსენ იაცენიუკთან შეხვედრის დროს განაცხადა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე დღეა მართავს.

დღის ამბები