24 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თავდასხმაში ბრალდებულები წარსულში რამდენჯერმე არიან ნასამართლევი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმასა და ყაჩაღობაში ბრალდებულები 36 და 47 წლის მამაკაცები, იმედა წიკლაური და ვასილ ნინიაშვილი, გამოძიების ინფორმაციით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

"ორი შეიარაღებული ადამიანი იყო. ითხოვდნენ კარის გაღებას, რამდენჯერმე გაისროლეს, შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს ფულადი თანხა. შეიარაღებულები იყვნენ და წინააღმდეგობა რაც შეეძლო გაუწია დაცვის თანამშრომელმა,"- უთხრა "კურიერს" თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორის მოადგილე ნინი კილაძემ.

ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები პოლიციამ დღეს დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. 

დღის ამბები