19 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
7 კგ ჰეროინი - რუსეთის მოქალაქისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს

7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეს, 41 წლის ამინა აგაბალაევას ხელჩანთის ჩხრეკისას მაშინ ამოუღეს, როდესაც ის კახეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

რა მიზნით შეიძინა დაკავებულმა 7 კილოგრამი ჰეროინი - დეტალებზე არ საუბრობენ მისი ადვოკატები. მათი დაცვის ქვეშ მყოფიც დუმილის უფლებას ინარჩუნებს. ადვოკატები მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებენ, რომ ბრალდებულს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება კახეთიდან თბილისში ტაქსით გადმოჰქონდა.

რუსეთის მოქალაქე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სპეციალური პენიტენციური სამსახურის N მე-5 პენიტენციყრ დაწესებუკებაში გადაიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები