09 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ანტიტერორისტული შტაბის ცნობით, სეპარატისტებმა იერიშები ფრონტის ყველა ხაზთან გაააქტიურეს.

წუხელ მებრძოლებმა საარტილერიო ცეცხლი დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკის მიმართულებით გახსნეს. შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვია.

სეპარატისტები თავს დაესხნენ ლუგანსკის ოლქში, სამთავრობო ძალების ერთ–ერთ საგუშაგოსაც, შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

დღის ამბები