ქუთაისში კორონავირუსით სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე გარდაიცვალა. ზურაბ ჯავახაძე კოვიდვირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. პაციენტი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მისი მდგომარეობა მედიკოსების მიერ თავიდანვე მძიმედ იყო შეფასებული.
სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე 84 წლის იყო.