06 სექტემბერი 2026,   13:07
ვრცლად
ამერიკის ყალბი ვიზების დამზადებაში ბრალდებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

ამერიკის ყალბი ვიზების დამზადებაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროცესზე ადვოკატებმა 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები მოსამართლის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

ადამიანმა ნებაყოფლობით მისცა აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია გამოძიებას. ის ეჭვები, რომელიც პროკურატურამ გამოთქვა და სასამართლომ დაუდასტურა, აბსოლუტურად გაქარწყლებულია," - განაცხადა ადვოკატმა ნანა ფილაურმა.

ჯიმი მაქაცარიასა და სოფიო ჩაგანავას გამოძიება ვიზების გაყალბებას ედავება. სქემის მიხედვით, რომელიც გამოძიებამ გაშიფრა, მაქაცარია თანამონაწილე ჩაგანავასთან  ერთად მამაკაცს დაპირდა, რომ ამერიკის ვიზას დაუმზადებდა, თუმცა მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველს ბრალდებულებისთვის 17 000 დოლარი უნდა მიეცა. 

დაზარალებულმა საჭირო საბუთები მოაგროვა, 8 500 დოლარი პირად ანგარიშებზე ჩაურიცხა და პასპორტიც ვიზის გასაკეთებლად დაუტოვა, მალევე მიხვდა, რომ ვიზა ყალბი იყო, თუმცა ბრალდებულებმა მას პირობა მისცეს, რომ ამერიკაში მაინც შეძლებდა გამგზავრებას, ამაში კი მათი თქმით, შოუბიზნესის წარმომადგენლები უნდა დახმარებოდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კონკრეტული გვარებიც ისმის. 

დღის ამბები