19 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
სროლა და შეიარაღებული თავდასხმა ზესტაფონის რაიონში - საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს

სროლა და შეიარაღებული თავდასხმა ზესტაფონის რაიონში - ოთხმა ნიღბიანმა ერთ-ერთ ოჯახში შეჭრა სცადა. ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ლილუაშვილების საცხოვრებელ სახლს თავს დილის 9 საათისთვის დაესხნენ.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ბოროტმოქმედებს მამა და შვილი დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოთხივე თავდამსხმელი მიიმალა. ადგილობრივებმა მათი შეკავება სცადეს, რასაც სროლა მოჰყვა.

საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დღის ამბები