09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"მინსკის შეთანხმება თუ არ შესრულდება, უკრაინული ჯარი მზადაა საკადრისი პასუხისთვის,"-პეტრო პოროშენკო

კვლავ დაძაბულია ვითარება უკრაინაში. ოდესაში ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქებებს შორის მცირე ინტერვალი იყო და მათი ხმა მთელს ქალაქში ისმოდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქებების შედეგად არავინ დაზარალდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კი დონბასში სამხედრო მოქმედებების შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

კონფლიქტის ზონაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი. პეტრო პოროშენკომ მარიუპოლის მახლობლად უკრაინული ჯარის მოწინავე პოზიციები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ჯარმა მოკლე დროში მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი თავდაცვისუნარიანობა.

"სამ თვეში მოხერხდა უკრაინული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. მინსკის შეთანხმებები საჭიროა, რომ იყოს მშვიდობა. მაგრამ, თუ მეორე მხარე მათ არ შეასრულებს, უკრაინული ჯარი მზადაა საკადრისი პასუხი გასცეს,"-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები