09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
მადრიდში გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ წყალდიდობა გამოიწვია

მადრიდში გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ წყალდიდობა გამოიწვია. ადიდებული წყალი სახლებში შევარდა. ესპანური გაზეთის „ელ პაისის“ ცნობით, სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ესპანეთის დედაქალაქში შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. მადრიდის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ პრობლემები მოუწესრიგებელმა სანიაღვრე სისტემამ გამოიწვია.

სინოპტიკოსების თქმით, დღეს შტორმი მადრიდიდან სამხრეთისკენ გადაინაცვლებს.

 
დღის ამბები