19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ჟენევის შეხვედრაზე ქართული მხარე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჟენევაში დღეს საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები იკრიბებინ.

51-ე რაუნდზე ქართული მხარე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

საკითხებს შორის უმთავრესია საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხი, სხვადასხვა საპყრობილეში არაერთი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი.

"დიდი მოლოდინია ჩვენთვის, იქნებ ამ მოლაპარაკებების შემდეგ მოხდეს ზაზას გათავისუფლება. ამბობენ, 15 დეკემბრიდან სასამართლო განახლდებაო, აქამდე ჩაკეტილები იყვნენ, არ ვიცით არაფერი. იქნებ რამე გვეშველოს, ყოველი დღე ჩვენთვის იმედიანია, თუნდაც ტელევიზიით მოსმენილი, რომ ვიღაცას ახსოვს საქართველოს მოქალაქე გატაცებულია და დახმარება სჭირდება,"- ამბობს "კურიერთან" ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.

ჟენევის მოლაპარაკებების იმედი აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახს. 

"ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ პასუხი იქნება, რეაგირება მოხდება. წითელმა ჯვარმა ორჯერ შეძლო ირაკლისთან შესვლა და მონახულება. მივიღეთ ორი წერილი, პირველ წერილში ჯანმრთელობაზე საუბრობს, მეორეში ოჯახს ამშვიდებ, რომ არ ინერვიულონ,"- უთხრა "კურიერს" ირაკლი ბებუას ბიძაშვილმა.

დღის ამბები