09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბაქოში - ოლიმპიური ავტობუსი ავსტრიელ სპორტსმენებს დაეჯახა

უბედური შემთხვევა ბაქოში. ოლიმპიურ სოფელში ოლიმპიური ავტობუსი ავსტრიის სპორტსმენთა დელეგაციის სამ სპორტსმენს, სინქრონული ცურვის ნაკრების წევრებს, დაეჯახა. ერთერთმა მსუბუქი ტრავმა მიიღო და ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა.

მძიმე მდგომარეობაშია მოცურავე ვანესა საჰინოვიჩი. ის ბაქოს საუნივერსიტეტო კლინიკაში თავის ტრავმითა და მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება. ასევე მოცურავე ლუნა პაიერს კი მხრის მოტეხილობა აქვს, ორივე სპორტსმენი 15 წლისაა. მომხდარი ავსტრიის ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. 

დღის ამბები