09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს. განცხადება კირილ გაბურიჩმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდება. გაბურიჩის თქმით, ის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და კითხვები მის დიპლომთან დაკავშირებით დაუსვეს.

რამდენიმე თვის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის პრემიერს ყალბი დიპლომი აქვს. უკვე ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ გენპროკურატურა ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან გენერალური პროკურატურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსური სამსახურის გავლენიანი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობის შესახებ გააკეთა განცხადება.

დღის ამბები