19 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
როგორ შეიცვალა კოვიდპანდემიის დინამიკა საქართველოში - ინფიცირების, სიკვდილიანობისა და მძიმე პაციენტების სტატისტიკა ბოლო ერთ კვირაში 

4146 ახალი შემთხვევა 19 000 ჩატარებული ტესტიდან. კორონავირუსის მაჩვენებელი საქართველოში სტაბილური ხდება.

რიცხვები მნიშვნელოვანად აღარ იმატებს. რეგულაციებმა რეკორდული ზრდა შეაჩერა, თუმცა სიტუაცია მყიფეა.

საქართველო კვლავ ინარჩუნებს 100 000 მოსახლეზე ინფიცირების პირველ ადგილს მთელს მსოფლიოში.

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 39 723 შემთხვევა დადასტურდა, ინფექციას 352 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანნრთელდა 28 840 ადამიანი, ამავე პერიოდში კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში პაციენტების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული ტესტირების რაოდენობით მაჩვენებლები პოზიტიურია, ლაბორატორიულად გამოვლენილი დადებითი შემთხვევები საქართველოსთვის მაღალია.

დღის ამბები