09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
აშშ-ს კონგრესმა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, სამხედრო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე სამხედრო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნიუ იორკ თაიმსი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ტანკსაწინააღმდეგო სისტემებზე, ნაღმმტყორცნებსა და სხვა სახის შეიარაღებაზე. კანონმდებლების ინიციატივის თანახმად, ადმინისტრაცია ვერ გამოიყენებს უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილს, თუ მისი 20 პროცენტი არ იქნება განკუთვნილი ლეტალური იარაღისთვის. სენატის გარდა მსგავსი საბიუჯეტო ცვლილება კონგრესის ქვედა პალატამაც მიიღო.

დღის ამბები