09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი კიდევ ერთი თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა

მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი კიდევ ერთი თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა.

მგზავრებით სავსე ეარბას 330, რომელიც რეისს ავსტრალიიდან კუალა ლუმპურში ასრულებდა მელბურნის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პილოტებმა დისპეჩერებს ავარიის შესახებ აცნობეს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავში ხანძარი გაჩნდა. ლაინერი მელბურნის აეროპორტში დააბრუნეს.

ინცინდენტის დროს ეარბასის ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფრომაციით, არავინ დაშავებულა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ დათვალიერების შემდეგ ბორტზე ხანძრის ნიშნები არ გამოვლინდა.

დღის ამბები