09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ტრადიცია პარიზში-იმპროვიზირებული სადილი წელს ლუვრის მუზეუმის წინ ბაღში გაიმართა

ლუვრის მუზეუმის წინ მდებარე ბაღში ასობით პარიზელი საგულდაგულოდ ემზადებოდა წლის მთავარი მოვლენისთვის –იმპროვიზირებული სადილისთვის, რომელსაც მხოლოდ თეთრ სამოსში გამოწყობილი სტუმრები ესწრებიან.

ტრადიციულ წვეულებას სახელწმოდებაც შესაბამისი აქვს–"სადილი თეთრი სამოსით."

წელსაც მონაწილეებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და სუფრა ეროვნული კერძების გარდა ფრანგული შამპანურით, წითელი ღვინითა და ყველით გააწყეს.

იმპროვიზირებულ სადილზე დასწრების უფლება ყველას აქვს, თუმცა თეთრი სამოსის ჩაცმა სავალდებულოა, რადგან სხვადასხვა ადგილზე შეკრებილი მონაწილეების ამოცნობა ორგანიზატორებს უფრო უადვილდებათ.

წელს სადილს თეთრი სამოსით ლუვრის წინ მდებარე ბაღში 13 ათასი სტუმარი დაესწრო. ორგანიზატორებს წვეულების გასამართად ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ნებართვა არ სჭირდებათ, თუმცა მათ უნდა შეასრულონ დაუწერელი პირობა– სადილის შემდეგ ტერიტორია ისეთივე სუფთა რჩება როგორიც სუფრის გაშლამდე იყო.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე. 

დღის ამბები