ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო თუმცა, ექსპერტიზის კვლევით ვერ დადასტურდა ვის ეკუთვნოდა დნმ.
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განმარტებით არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა იმისთვის, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე და სხეულზე წაშლილიყო ბუნებრივი კვალი.
"შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა რომელიც იდენტიფიკაციისთვის იყო არასრულყოფილი, არ გამორიცხა, რომ ბიოლოგიური მასალა რომელიმე პიროვნების ყოფილიყო (თუნდაც გიორგი შაქარაშვილის) ან დანარჩენი ბრალდებულების.
არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა რომ შაქარაშვილის ჩანთაზე წაშლილიყო არსებული კვლები. ასეთი პირობებია მაგალითად წვიმა.
ექსპერტის განმარტებით თუ ჩანთაზე იქნებოდა საკმარისი ბიოლოგიური მასალა ჩანთაზე შესაძლებელი იყო აღნიშნულის წაშლა. ექსპერტმა დაადასტურა ისიც, რომ გვამზე იყო სისხლის კვალი, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ გვამი წყალში დიდი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა, ვერ დადასტურდა ექსპერტიზის კვლები. აღნიშნულ ექსპერტიზაში წვიმის შედეგად რაც დარჩა ჩანთაზე და გვამზე მხოლოდ ეგ ინფორმაციაა
აღმოჩენილი," - აცხადებს ყაზარაშვილი.