25 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
თბილისის კინოფესტივალი ვირტუალურ სივრცეში - 14-20 დეკემბერს ნებისმიერი მსურველი შეძლებს, კინოჩვენებას საკუთარი სახლიდან დაესწროს

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა სტარტი 30 ნოემბერს აიღო. მთელმა საფესტივალო პროგრამამ პანდემიის გამო ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ფესტივალი წელს რამდენიმე სექციად დაიყო და ახალი ფილმების ჩვენების გარდა, ინდუსტრიულ და საგანმანათლებლო - მასტერკლასების პროგრამასაც მოიცავს.

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით კი კინომოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა კინოჩვენებებს საკუთარი სახლებიდან დაესწრონ და ფილმებს პრემიერიდან მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, სპეციალური ონლაინ პლატფორმის საშუალებით უყურონ.

პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი 4. ფილმების ჩვენება ციფრულ ფორმატში ყოველდღე წინასწარ დაანონსებულ დროს ხდება. ვინც კინოფესტივალის გვერდს თვალყურს ადევნებს, ფესტივალის პროგრამის გამორჩეულ ღონისძიებებსაც ნახავს.

დღის ამბები