09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
"თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, მაშინ მსოფლიოს პოლიტიკური კატაკლიზმები ელის" - პეტრო პოროშენკო

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ დაძაბული ვითარებაა. პრორუსმა სეპარატისტებმა ღამით სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 40–ჯერ გახსნეს. მათი სამიზნე ძირითადად დონეცკის აეროპორტის მახლობლად მდებარე დასახლებები იყო.

ანტიტერორისტული შტაბის ცნობით, მებრძოლებს ფრონტის ხაზთან მძიმე შეიარაღება აქვთ მობილიზებული და იერიშებისთვის სწორედ აკრძალულ იარაღს იყენებენ.

დონბასში არსებული ვითარება პეტრე პოროშენკომ ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, "თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, მაშინ მთელ მსოფლიოს გეოპოლიტიკური კატაკლიზმები ელის". 

 
დღის ამბები