09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ხარკოვში - რუსეთის, მოსკოვსა და როსტოვში კი უკრაინის საელჩოებს დაესხნენ თავს

ხარკოვში რუსეთის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ რუსეთში უკრაინის დიპლომატიურ უწყებებს დაესხნენ თავს.

შემთხვევები ერთდროულად მოსკოვსა და როსტოვში მოხდა.

უცნობმა ნიღბიანმა პირებმა როსტოვში უკრაინის საკონსულოს შენობას კვერცხები, პომიდვრები და ბოთლები დაუშინეს. ჩაამსხვრიეს მინებიც.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმაში 100–მდე ადამიანი მონაწილეობდა.

შემთხვევის დროს საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან.

ანალოგიური თავდასხმის დროს მოსკოვში სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს.

 
დღის ამბები