აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული ვანო ფოცხვერაშვილს გირაო შეეფარდა. ოჯახმა 10 000 ლარი 10 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
შემთხვევა უკანონო მშენებლობების დემონტაჟისას მოხდა, ფოცხვერაშვილს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.
ფოცხვერაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გასაჩივრების თაობაზე კონსულტაციებს ჯერ ოჯახთან გაივლის.
საქმის პროკურორი თამარ იაკობაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი.