09 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ანჯელინა ჯოლი კონფლიქტის ზონებში ქალთა უფლებების დაცვას ითხოვს

ანჯელინა ჯოლი კონფლიქტის ზონებში ქალთა უფლებების დაცვას ითხოვს.

ამის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა იოჰანესბურგში, აფრიკის კავშირის სამიტზე განაცხადა.

ჯოლიმ, რომელიც დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის სპეციალური წარმომადგენელიცაა, მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ანჯელინა ჯოლი სამიტში დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უილიამ ჰეიგთან, ერთად მონაწილეობს.

 
დღის ამბები