09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
შვედეთის პრინცი ცოლს ირთავს

შვედეთის პრინცი, კარლ ფილიპი, ცოლს ირთავს. სამეფო ოჯახის წევრის რჩეული რეალითი შოუს ვარსკვლავი და იოგის ყოფილი ინსტრუქტორია.

30 წლის სოფია ჰელკვისტი წარსულში მოდელადაც მუშაობდა.

წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს რესტორანში გაიცნო.

სოფია ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შვედეთის სამეფო ოჯახის პირველი წვერი გახდება, რომელიც დიდგვაროვანთა წარმომავლობის არ არის.

საქორწინო ცერემონია სტოკჰოლმში დღეს გაიმართება, მანამდე კი სამეფო ოჯახმა წყვილის პატივსაცემად ვახშამი მოაწყო, რომელსაც 200–ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

 
დღის ამბები