06 სექტემბერი 2026,   14:02
ვრცლად
გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული ციხის 2 მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებული ციხის 2 მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიების სახე დღეს გახდება ცნობილი. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მათ ბრალი სამსახურებრივი საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებისთვის ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელად 3 წლამდე პატიმრობა, შიდა პატიმრობა ან ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

"პენიტენციალური სამსახურის ორ თანამშრომელს წარედგინა ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის გამო. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც ახდენდნენ და უნდა მოეხდინათ გიორგი რურუას ტრანსპორტირება მისი საკნიდან ადვოკატთან შეხვედრაზე, რა დროსაც მოხდა მასზე თავდასხმა. მეტი დეტალი ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი არ არის. ჩვენი შეფასება ამ საქმის ირგვლივ არის ის, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი, უკვე ერთ წელზე მეტია,"-აცხადებს რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

დღის ამბები