09 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ბაქოში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები გაიმართა

ბაქოში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

მედიის თანდასწრებით ლიდერებმა მხოლოდ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და პროტოკოლური ფოტოები გადაიღეს, რომლის დროსაც უხერხულ ვითარებაშიც კი აღმოჩნდნენ.

იმის გამო, რომ ჟურნალისტების თანხლებით საუბრის დაწყება არც ერთ მათგანს არ სურდა, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩუმებულები ისხდნენ.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტებმა შეხვედრის დროს ძირითადად ენერგეტიკის სფეროში ორი ქვეყანის თანამშრომლობა განიხილეს.

 
დღის ამბები