09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ჰაკერებმა აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლების პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს

ჰაკერებმა შეერთებული შტატების სპეცსამსახურების თანამშრომლების პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მორიგი მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის უკან ჩინეთი დგას.

გავრცელებული ცნობით, დამნაშავეები ახლა სადაზვერვო სამსახურისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა შესახებ ისეთ ცნობებს ფლობენ, რომლის საშუალებითაც მათი დაშანტაჟება შეუძლიათ.

საიდუმლო დოკუმენტაცია პერსონალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, მათ შორის ცნობებს ფინანსურო ოპერაციების, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა და მათი ნათესავების კონტაქტების შესახებ.

 
დღის ამბები