09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
დალასში პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლის გამხსნელი პირების დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში დალასში. სამართალდამცველები იმ პირების დაკავებას ცდილობენ, რომლებმაც პოლიციის შტაბ–ბინას ცეცხლი გაუხსნეს. ერთ–ერთმა დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან დაჯავშნული მანქანით მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა ის ალყაში მანქანების სადგომზე მოაქციეს, სადაც ორმხრივი სროლის ხმაც ისმოდა.

ამ დროისთვის პოლიციელები ეჭვმიტანილთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

პოლიციის შტაბ–ბინასთან თავდამსხმელებმა 4 ჩანთაც დატოვეს, ერთ–ერთში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

მომხდარის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არც ერთი სამართალდამცველი არ დაშავებულა.

 
დღის ამბები