იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების მოსმენა გრძელდება.
დღეს საბჭომ ლევან თევზაძეს მოუსმინა. გასაუბრებაში მონაწილეობა საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ თავიდან აიცილა, რადგან მას კანდიდატთან ნათესაური კავშირი აქვს.
ფაქტზე ყურადღება გაამახვილა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის ინფორმაციით, კანდიდატ თევზაძეს ნათესაური კავშირი სხვა წევრებთანაც აქვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან თევზაძე აღნიშნავს, რომ კითხვებზე, რაც არსებობდა გულწრფელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა, როგორც თევზაძე აღნიშნავს მას აქვს სურვილი, რომ იქნეს დადებითი გადაწყვეტილება მიღებული.