09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
კათოლიკე და მართლმადიდებელმა სამყარომ შესაძლოა, აღდგომა ერთად იზეიმონ - რომის პაპის ინიციატივა

რომის პაპი ინიციატივით გამოდის, რომ კათოლიკური და მართლმადიდებლური სამყაროსთვის აღდგომის თარიღის განსაზღვრის საერთო მეთოდი დაწესდეს.

განცხადება ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ რომში, ბაზილიკა "სან ჯიოვანი ინ ლატერანოში" სასულიერო პირებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, კონკრეტული თარიღის დადგენის შემთხვევაში ყველა ქრისტიანი ერთდროულად შეძლებდა დღესასწაულის აღნიშვნას.

პრესამ უკვე დაასახელა სავარაუდო თარიღიც - აპრილის მესამე კვირა დღე.

 
დღის ამბები