07 სექტემბერი 2026,   18:21
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული 2 სასამართლო პროცესი, დღეს, ერთმანეთის პარალელურად ტარდება

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული 2 სასამართლო პროცესი, დღეს, ერთმანეთის პარალელურად ტარდება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო სხდომა მცხეთაში შედგება, სადაც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.

ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოშიც - საუბარია 8 სრულწლოვანზე.

"ჩვენ ვაგრძელებთ 109-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების საქმის განხილვას. დაიკითხებიან მოწმეები, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ რომელ მოწმეს მოიყვანს ბრალდების მხარე ან რამდენს, თუმცა ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირი მოწმე არცერთი მათგანი არ არის,"- აცხადებს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

გამოკითხულთა შორის იქნება ერთ-ერთი ექსპერტიც, რომელმაც ტანსაცმლიდან ამოღებული ნიმუშების საფუძველზე უნდა დაადასტუროს, იყო თუ არა, დაღუპულსა და ბრალდებულებს შორის ფიზიკური კონტაქტი.

"საქმის განხილვა მთავარ სხდომის ეტაპზე განახლდება, ბრალდების მხარის მოწმეებთან ერთად, ჩემი ინფორმაციით, ასევე, დაიკითხება ერთ-ერთი ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი, კითხვები კი იქნება დაკავშირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო შემხებლობა დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის და იყო თუ არა აღებული ნიმუშები ტანსაცმლიდან,"- აღნიშნავს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

დღის ამბები