20 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
უფრო საშიში თუ უფრო გადამდები - ახალი შტამის აღმოჩენის გამო ბრიტანეთში შეზღუდვების მეოთხე დონე აამოქმედეს

კორონავისრუსის არსებობის პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მკაცრი რეგულაციები დაწესდა.

ახალი შტამის აღმოჩენის მიზეზით ქვეყანაში შეზღუდვების მეოთხე დონე აამოქმედეს. 16 მილიონი ინგლისელი შობის დღესასწაულს სახლში შეხვდება.

დღეიდან დაიხურა სადღესასწაულო ცენტრები და ბარები. მოსახლეობას კი საცხოვრებელი სახლის დასატოვებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

ახალი შტამის პირობებში ვირუსის გადადების რისკები 70%-ით არის გაზრდილი. ვირუსის ახალი ქვეტიპი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მას ლეტალობის გაზრდილი შედეგები არ ახასიათებს.

ახალი შტამის აღმოჩენამ არსებული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მთელ ევროპას უბიძგა. კონკრეტულად, საფრანგეთმა 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.

ბრიტანეთიდან ფრენები უკვე შეწყვიტა გერმანიამ, იტალიამ, ირლანდიამ და ნიდერლანდებმა. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მიმოსვლაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები