16 მარტი 2025,   03:37
ვრცლად
"მადლი ღვთისას" 4 აბი 60 ლარად - საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაშიც წერია, რომ ის კორონავირუსს კურნავს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "მადლი ღვთისა" - ქართული წარმოების საკვები დანამატი, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ის "კოვიდ 19-ის" საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა და რომელიც ერთ-ერთ ქსელურ აფთიაქში იყიდება.

      "ავერსი" ადასტურებს, რომ "მადლი ღვთისა" მათ სააფთიაქო ქსელში იყიდება. საკვები დანამატის 4 აბი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.

      იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნას ერთი წელია ელოდება, საქართველოში კომპანია "მადლი ღვთისა" ირწმუნება, რომ ამავე სახელწოდების აბებით უკვე 300-ზე მეტი კოვიდინფიცირებული განკურნა.

      საკვები დანამატის გაყიდვისას ღვთის სახელის გამოყენება სასულიერო პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.​

      ექიმები კი მოსახლეობას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხური მედიცინისა და სხვა მსგავსი ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. "კოვიდ 19-ის" საწინააღმდეგოდ მსგავსი საშუალებების გამოყენებამ, შესაძლოა, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვიოს.

      დღის ამბები
      მეტი