საერთაშორისო გამოფენა Anuga select India-ში საქართველო პირველად მონაწილეობს.
აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები ვიზიტორებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს აცნობენ. ადგილზე კომპანიებმა საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარმოადგინეს.
საერთაშორისო პლატფორმა საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენაში საქართველო მონაწილეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იღებს.
პავილიონი ინდოეთში საქართველოს ელჩმაც დაათვალიერა. ვახტანგ ჯაოშვილი ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს გაეცნო და აქცენტი პარტნიორული ურთიერთობების მეტად გამყარებაზე გააკეთა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წელს საქართველოს პავილიონი უკვე წარმოდგენილი იყო 7 საერთაშორისო გამოფენაზე. წლის ბოლომდე გამოფენებში მონაწილეობა დაგეგმილია, ესპანეთსა და აშშ-ში.