26 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
სომხური უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებს თავს დაესხა

სომხური უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საპასუხო ზომების შედეგად სომხეთის უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ექვსივე წევრი განადგურებულია. პარალელურად საპროტესტო აქციები გრძელდება ერევანში, ოპოზიცია სომხეთის პრემიერ მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

მომიტინგეები ელოდებიან დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად უნდა მივიდნენ. შეკრებილები სკანდირებენ : „ნიკოლ, მოღალატე!“, „ნიკოლ, გადადექი!“

დღის ამბები