07 სექტემბერი 2026,   18:34
ვრცლად
საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე დაკავებული ლეიბორისტული პარტიის სამი აქტივისტის პროცესი დღეს გაიმართება

საბურთალოს საოლქო კომისიასთან აქციაზე დაკავებული ლეიბორისტული პარტიის სამი აქტივისტის პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ცესკო, შსს და სხვა უწყებები პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ მათ წინააღმდეგ. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თვლიან, რომ ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პროცესის გადადების საფუძველი შეიძლება გახდეს.

პროცესს გამოეხმაურა პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც. 

"ტირანად გადაქცეული ოლიგარქი დაკავებულია ჩვენგან წართმეული სიმდიდრის ოფშორებში, საკუთარ შვილებზე მილიარდებად გადაფორმებით და, პარალელურად, დასდევს ჩვენს შვილებს დასაჭერად და დაატარებს სასამართლო პროცესებზე, იმიტომ, რომ მათ ხმა ამოიღეს არჩევნების გაყალბების, უბნებზე ფულის დარიგების, ოქმების გადასწორების და ყველა იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რაც უკვე მთელმა მსოფლიომ შესანიშნავად იცის,"- განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე 3 ნოემბერს გაათავისუფლეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

დღის ამბები