ამნისტიის პროექტი, რომელიც ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტმა წარმოადგინა ძირითადი ნაწილი, 80% ეხება ნარკოდანაშაულს.
ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ, მათი თქმით უფრო ფართო მიდგომა და მუშაობაა საჭირო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა გადახედვას და მეტ ლიბერალიზაციას საჭიროებს.
"ქვეყანაში დღემდე არსებობენ მსჯავრდებულები, რომლებიც უსამართლო სასჯელებს იხდიან სისხლის სამართლის პოლიტიკა გადახედვას და მეტ ლიბერალიზაციას საჭიროებს. თუ ხელისუფლება აღიარებს პოლიტპატიმრებს, ლოგიკურია, მათ გათავისუფლებაზე საუბარი. ჩვენი მოლოდინი და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს პროცესი ღიად წარიმართოს,"-აღნიშნა გურამ იმნაძემ.