კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ექსპერიმენტების ტარებას საკუთარ თავზე - ამის შესახებ "დღის კურიერში" რეზიდენტმა ონკოლოგიის მიმართულებით გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა.
"როცა ადამიანი სვამს ანტიბიოტიკს, ანტიბიოტიკების ფონზე წარმოიქმნება ნაწლავური მავნე ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ფაღარათს. ფაღარათის ფონზე ადამიანს მარტივად შეიძლება დაეწყოს გამოშრობა, გამოშრობა არის ერთ-ერთი რისკფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრომბოზი. ეს არის ჯაჭვი, ანტიბიოტიკი-ფაღრათი-თრომბოზი. აქედან გამომდინარე, ადამიანმა სრულიად უნებლიეთ შეიძლება თვითონ დაიმძიმოს მდგომარეობა, არაფრის გამო.
რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ადამიანმა ანტიბიოტიკი, თუ ვერ უკავშირდება ექიმს, ეს არის მაღალი ცხელება, 38/5 ტემპერატურის ზემოთ, სვამ სიცხის დამწევს და მდგომარეობა არ ემორჩილება, გარდა ამისა, თუ ვატარებ ანალიზს და აშკარად არის ბაქტერიისთვის დამახასიათბელი ნიშნები, ცერიაქტიული მაჩვენებლი აქვს 20-ზე ზევით და ვერ უკავშირდება ექიმს, მაშინ შეუძლია დაიწყოს ანტიბიოტიკის მიღება,"-აღნიშნა დღის კურიერში" გიორგი ღოღობერიძემ.